ტრენინგი,, პროექტებით სწავლება'' მეცხრე დღეს დასრულდა .  ამ დღეს გავაკეთეთ პრეზენტაციები , მოვუსმინეთ ერთმანეთს და აზრები გამოვთქვით. ზოგადად ტრენინგის ყველა დღე ძალიან საინტერესო იყო, პროექტებით სწავლება და ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება- ამ თემის შესახებ ამ 9 დღის მანძილზე ბევრი საინტერესო ინფორმაცია მივიღეთ. ვისაუბრეთ რით განსხვავდება პროექტი გაკვეთილისაგან , აღვნიშნეთ , რომ პროექტი გარკვეულ დროშია გაწერილი, პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეებს უვითარდებათ ჯგუფური მუშაობის ჩვევები. ინფორმაციის მოძიების, დახარისხების უნარები, 21- საუკუნის უნარ- ჩვევები,ხდება საკითხის სიღრმისეული შესწავლა. ვისწავლეთ ელექტრონული პორტფოლიოს შექმნა,გავეცანით შეფასების 5 სტრატეგიას.განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები-- ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი.გავეცანით საავტორო უფლებებს.მოსწავლის როლიდან შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი - გაზეთი.შევქმენით შეფასების რუბრიკა. შეფასებას ვიყენებთ პროექტზე მუშაობის დასაწყისშიც, მსვლელობის დროსაც და  დასრულებისას. ბევრის მომცემი იყო ეს ტრენინგი სურვილი მაქვს მალე გამოვიყენო მიღებული ცოდნა ჩემს მუშაობაში და  დავაინტერესო მოსწავლეები. დიდი მადლობა რუსა მარკოზაშვილს საინტერესო და გასაგები ენით საუბრისათვის.

Comments

Popular posts from this blog